თეგებით ძიება
15. 10. 2016 News-ები

მოცვი ორსულობისთვის: სარგებელი და ზიანი

მოცვის შემადგენლობა
მოცვი შეიცავს დიდი ოდენობით შაქარს, ორგანულ მჟავებს და ვიტამინებს. მასში შედის B1, B2, B5, B6, PP და K1 ვიტამინები. კენკრა შეიცავს მნიშვნელოვანი რაოდენობით კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, რკინას, იოდს, მაგნიუმს და სხვა.

მოცვი ორსულობის დროს აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას
მოცვი ორსულობის დროს აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციონირებას, რადგან ის შეიცავს კალიუმს. გარდა ამისა, მოცვი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას.

მოცვი ორსულობის დროს ასტაბილურებს წნევას
ჰიპერტენზიის დროს რეკომენდირებულია მოცვის ყოველდღიური მოხმარება. ასევე მოცვს აქვს შარმდენი ეფექტი, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს წნევას.

მოცვი ორსულობის დროს ებრძვის გაციებას
ორსულობის დროს უნდა ერიდოთ ინფექციებს და წამლების მიღებას. თუ ვერ მოახერხეთ გაციების თავიდან აცილება, მაშინ მიირთვით მოცვი, რომელიც შეიცავს ვიტამინების მთელ არსენალს. ის აძლიერებს ორგანიზმის დამცველობით ფუნქციას და აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს.

შეიძლება თუ არა მოცვმა ზიანი მიაყენოს ორსულ ქალს
-ერთ-ერთი უკუჩვნება, რაც შეიძლება მოცვმა გამოავლინოს ეს ალერგიაა.
-განსაკუთრებით არ უნდა მიირთვან მოცვი იმ ქალებმა, რომლებსაც აქვთ \'\'პოდაგრა\'\'.
-არ შეიძლება მიირთვან მოცვი მათ ვისაც აქვს კუჭ-ნაწლავის დაავადებები.
-ასევე უნდა მოერიდონ მომავალი დედები მოცვის მირთმევას ორსულობის პირველ ტრიმესტრში.

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა