არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ 30 ოქტომბერს გაიმართება
ცესკო მეორე ტურისა და განმეორებითი კენჭისყრის გამართვის შესაძლო თარიღებს აქვეყნებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პარლამენტის არჩევნების მეორე ტურები 50 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამ ეტაპზე 30 ოქტომბრისთვის იგეგმება.
განმეორებითი კენჭისყრის გამართვის სავარაუდო თარიღად კი 22 ოქტომბერი სახელდება. ცესკო სამართლებრივ აქტებს გამოსცემს, შესაბამისი პროცედურების დასრულების შემდეგ. განცხადება საარჩევნო ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ ოფიციალურ ვებგვერდზე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირების მიზნით გაავრცელა.