რუსთავის სასამართლოდან გაქცეული მსჯავრდებული დაკავებულია
რუსთავის სასამართლოდან გაქცეული მსჯავრდებული დაკავებულია. განცხადება ცოტა ხნის წინ შსს-მ გაავრცელა. გამოძიების ინფორმაციით, პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სასამართლოში ბადრაგირების დროს გაიქცა და მასზე პირველ სექტემბერს ძებნა გამოცხადდა.
მსჯავრდებულთან ერთად დაკავებულია კიდევ ერთი პირი. 1991 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი მოქალაქისა და გაქცეული პატიმრის დაკავებისას სამართალდამცველებმა სხვადასხვა დასახელების საიუველირო ნაწარმი ამოიღეს. შსს-ს ინფორმაციით, ძვირფასეულობა, დაკავებულებმა თბილისში ოქროულობის ერთ-ერთ მაღაზიაში განხორციელებული ჯგუფური შეიარაღებული ყაჩაღური თავდასხმის დროს გაიტაცეს.
rustavi2.com