თბილისობის ორდღიანი დღესასწაული დასასრულს უახლოვდება
თბილისობის ორდღიანი დღესასწაული დასასრულს უახლოვდება. კულტურულ-გასართობი და სპორტული ღონისძიებების შემდეგ, პროგრამის მთავარი გალა-კონცერტის დაწყებამდე 3 საათზე ნაკლები რჩება.
რამდენიმე საათის წინ, დედაქალაქის მერი ოჯახთან ერთად აღმაშენებლის გამზირზე იმყოფებოდა. აღმაშენებლის გამზირზე იყო ასევე ზაარბრიუკენის მერიც. შარლოტე ბრიტციმ დავით ნარმანიასთან ერთად, სახალხო სეირნობაში მონაწილეობა მიიღო.