უცნობი პირი შეიჭრა მირანდა კერის სახლში, დაჭრილია დაცვის თანამშრომელი
გუშინ საღამოს უცნობი პირი შეიჭრა მირანდა კერის სახლის ტერიტორიაზე მალიბუში. დამნაშავე გადაძვრა ღობეზე მივარდა დაცვას და დანა თვალში ჩაარტყა. დაცვამაც დაჭრა თავდამსხმელი იარაღით. ორივე მამაკაცი ჰოსპიტალიზირებულია.
თვითონ მირანდა და მისი ვაჟი ფლინი ინციდენტის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ. მომხდარის თვითმხილველები გახდნენ მოდელის მეზობლები, რომლებიც ქუჩაში ხმაურის გაგონების შემდეგ გამოვიდნენ.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარი თვითონ მირანდა კერის არ გაუკეთებია.
სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი