თეგებით ძიება
16. 10. 2016 News-ები

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საწოვარას, რა შეიძლება და რა არ შეიძლება, რომ გავაკეთოთ?

პატარა ბავშვი ხშირად ტირის მისი დამშვიდება კი მხოლოდ საწოვარას შეუძლია, მაგრამ როდესაც 6 თვის ბავშვს უჩნდება პირველი კბილები, ბევრი მშობელი სვამს კითხვას, როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი საწოვარას, რათა შემდეგ კბილები სწორად გაეზარდოს და გამართულად იმეტყველოს.
გარდა ამისა, არსებობს აზრი, რომ ბავშვი, რომელიც დამოკიდებულია საწოვარაზე ჩაკეტილია საკუთარ თავში, ნაკლებად აინტერესებს გარე სამყარო და ნელა ვითარდება. თუმცა, ეს სადავო საკითხია.
რა არ უნდა გააკეთოთ, რათა ბავშვი საწოვარას გადააჩვიოთ:
-ერთ-ერთი მეთოდია, წაუსვათ საწოვარას რაიმე მწარე და უსიამოვნო -ნიორი, მდოგვი. მაგრამ ეს მეთოდი არ გამოგადგებათ, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს ალერგია.
-არ შეიძლება ბავშვს ეჩხუბოთ ამის გამო.

როგორ გადავაჩიოთ ბავშვი საწოვარას, ეფექტური მეთოდები:
-იმისთვის, რომ ბავშვი გადააჩვიოთ საწოვარას ეცადეთ დიდი დრო გაატაროთ მასთან ესაუბრეთ, მოუყევით ზღაპრები, უმღერეთ სიმღერები.
-უფრო მოზრდილ ბავშვს, რომელსაც უკვე ყველაფერი კარგად ესმის შეგიძლიათ უთხრათ, რომ საწოვარა ძაღლმა შეჭამა, ან ჩიტმა მოიპარა. როდესაც საწოვარას თავიდან მოშორებას გადაწყვეტთ გახსოვდეთ, რომ ბავშვი ბევრს იტირებს და მის დაბრუნებას მოითხოვს. ეცადეთ 2-3 დღე ბავშვის ტირილი და გაბრაზება მოითმინოთ.

სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა