30 ადამიანი ემსხვერპლა მასშტაბურ ავარიას პაკისტანში
30 ადამიანი ემსხვერპლა მასშტაბურ ავარიას პაკისტანში. ქვეყნის სამხრეთით, პუნჯაბის რეგიონში ერთმანეთს ორი ავტობუსი შეეჯახა.
ისინი ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობდნენ.
შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტობუსი ამობრუნდა და გზიდან გადავარდა. გავრცელებული ცნობით, ორივე მანქანა მგზავრებით იყო სავსე.
საავადმყოფოში 30-ზე მეტი დაშავებული გადაიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ავტოსაგზაო შემთხვევა.