ნაციონალური მოძრაობა ამომრჩეველს არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობისკენ მოუწოდებს
ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ქართული ოცნებისთვის მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება ქვეყნისთვის და თითოეული მოქალაქისთვის პრობლემას წარმოადგენს.
„ცხადია ჩვენ გვესმის, რომ არანაირი ცვლილება ხელისუფლების დამოკიდებულებაში არ იქნება და ვერ იქნება. ეს არის ხელისუფლება, რომელსაც სხვანაირად არ შეუძლია პროცესების მართვა. იქნება ეს დაშინება, მოსყიდვა თუ ასე შემდეგ, ამ ყველაფერს ხელისუფლება ეცდება. თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებულები, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად და სხვა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, რომ ამჯერად მაინც გავაერთიანოთ ჩვენი ძალისხმევა, რომ არ დავუშვათ მეორე ტურებზე იგივეს გამეორება და არ დავუშვათ ქვეყანაში საკონსტიტუციო უმრავლესობის დამყარება, რაც პრობლემას წარმოადგენს აბსოლუტურად ყველა მოქალაქისთვის,“-განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
არჩევნების მეორე ტურში 50-ვე ოლქში გამარჯვებაშია დარწმუნებული ქართული ოცნება.
„ვფიქრობ აქტივობაც მაღალი იქნება და მეორე ტურში ვფიქრობ გამარჯვება იქნება დამაჯერებელი ქართული ოცნების. ჩვენ ვფიქრობთ დარჩენილ 50-ვე ოლქში მოგებას,“-აცხადებს გია ვოლსკი.
თავისუფალი დემოკრატები კი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას არჩევნების მეორე ტურის მაქსიმალურად წესების დაცვით ჩატარებისკენ მოუწოდებენ.