თეგებით ძიება
22. 10. 2016 News-ები

შეშუპება ორსულობის დროს: როგორ დავაღწიოთ თავი

შეშუპების მიზეზები ორსულობის დროს
ორსულობის დროს სითხის ბრუნვა სხეულში მნიშვნელოვნად იზრდება, სწორედ ამიტომ ჩნდება შეშუპება.
საკმაოდ ხშირად ორსულებს აწუხებთ წყურვილის გრძნობა, რომლის გამოც იზრდება ორგანიზმში სითხის მოცულობა.
ადამიანის ორგანიზმი 80% წყალს შეიცავს, ხოლო ქალის ორგანიზმში ძალიან მოკლე დროში ფორმირდება კიდევ ერთი ახალი ორგანიზმი, რომელიც მოითხოვს დამატებით სითხეს. ორსულობის პროცესში სხეულში გროვდება 6-8 ლიტრი წყალი, რომლის ნაწილი ემსახურება სისხლის მოცულობის გაზრდას, საშვილოსნოს და მკერდის ზრდას, მეორე ნახევარი კი ბავშვის პლაცენტის ფორმირებას.
ხშირად ეს რეზერვები ინახება ქსოვილებში, რაც იწვევს შეშუპებას ორსულობის პერიოდში.

შეშუპება ორსულობის დროს, როგორ დავაღწიოთ თავი
1. მეტი იმოძრავეთ, უკუჩვენება ექნება ორსულობის დროს დიდხანს ჯდომას.
2. ეცადეთ ხშირად მოათავსოთ ფეხები მაღალ ზედაპირზე 15-20 წუთის განმავლობაში.
3. ნაზად დაიზილეთ თქვენი ფეხები.
4. მიიღეთ ზღვის მარილის აბაზანები, წყლის ტემერატურა არ უნდა აღემატებოდეს სხეულის ტემპერატურას.
5. გამოიყენეთ სპეციალური გელები შეშუპების წინააღმდეგ.
6. მოერიდეთ ცხელ ადგილებში ყოფნას.
7. რაციონიდან ამოიღეთ მარილიანი პროდუქტები, ასევე ტკბილი გაზიანი სასმელი.
8. არ შეზღუდოთ სითხის დალევა. დღეში 2-3 ლიტრი წყალი დალიეთ.


სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა