მარნეულში, განმეორებით არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გაიმარჯვა
№36 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის #48ე საარჩევნო უბანზე (მარნეული) დღეს გამართული, პარლამენტის განმეორებითი მაჟორიტარული არჩევნების წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია. როგორც მარნეულიდან კურიერის კორესპონდენტი იუწყება, გამარჯვება ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა აჰმედ იმამკულიევმა მოიპოვა, მას ხმა 367 ამომრჩეველმა მისცა, ხოლო მის კონკურენტს ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატს თამაზ ნავერიანს 315 ამომრჩეველმა.
8 ოქტომბერს გამართული მე-9 მოწვევის პარლამენტის არჩევნების შედეგად მარნეულის ოლქში ხმები ასე გადანაწილდა
ნაციონალური მოძრაობა- აჰმედ იმამკულიევი 9645 ხმა რაც საერთო ხმების 47.91%-ს შეადგენს.
ქართული ოცნება - თამაზ ნავერიანმა 8738 ხმა ანუ საერთო ხმების 43.41%.
შეგახსენებთ, რომ მარნეულის ოლქის #48 უბანზე, რომელიც სოფელ ყიზილაჯლოში მდებარეობს, მომხდარი ინციდენტის შედეგად ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, 8 ოქტომბერსმ ამ უბანზე გამართული არჩევნების შედეგები გააუქმა. განმეორებითი არჩევნები სოფელ ყიზილაჯლოში დღეს გაიმართა.
rustavi2.com