თეგებით ძიება

რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც რუსულ კომპანიებს ოკუპირებულ აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს - „ეხო კავკაზა“

რუსეთმა და ოკუპირებულმა აფხაზეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც რუსულ კომპანიებს ოკუპირებულ აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს, - ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლების“ პროექტი „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ცნობით, შეთანხმება მხარეთა უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს და ოკუპირებულ აფხაზეთში საინვესტიციო საქმიანობით დაკავებული იურიდიული პირებისთვის მხარდამჭერ ზომებს ადგენს.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა, კრისტინა ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა, მაქსიმ რეშეტნიკოვმა შეთანხმებას ხელი მოსკოვში მოაწერეს.

შეგახსენებთ, მოსკოვმა ე.წ. პარლამენტის მიერ აღნიშნული შეთანხმების დამტკიცების მოთხოვნით 1-ელი სექტემბრიდან ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტის დაფინანსება შეაჩერა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა