თეგებით ძიება
22. 10. 2016 News-ები

ზუგდიდში ედიშერ თოლორაიას მხარი 981-მა, სანდრა რულოვსს კი 441-მა ამომრჩეველმა დაუჭირა

არსებული ინფორმაციით, ზუგდიდში განმეორებით კენჭისყრაში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ედიშერ თოლორაია ლიდერობს.

უფრო კონკრეტულად, როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ შტაბში განუცხადეს, განმუხურის 38-ე უბნის შედეგებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა 285 ხმა, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა სანდრა რულოვსმა კი 159 ხმა მიიღო.

რაც შეეხება ჯიხაშკარის ორ უბანს, ამ შემთხვევაში ედიშერ თოლორაიას მხარი 387-მა და 309 ამომრჩეველმა დაუჭირა, რაც ჯამში 696 ხმას შეადგენს, სანდრა რულოვსს კი ერთ უბანზე ხმა 165-მა, მეორეზე კი 117-მა ამომრჩეველმა მისცა, რაც ჯამურად 282 ხმაა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუმარტა, „დამაჯერებელი ლიდერობის“ მიუხედავად, მოცემული შედეგებით, სამეგრელოს აღნიშნულ უბნებზე არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა