კრწანისის სამხედრო ცენტრში უცხო პირები შეიჭრნენ
წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრს კრწანისში უცხო პირები თავს დაესხნენ. შემთხვევა დღეს მოხდა.
შეჭრილ მოქალაქეებს რამდენჯერმე მოუწოდეს დაეტოვებინათ ტერიტორია, რასაც ისინი არ დაემორჩილნენ. ამის შემდეგ კი მოქალაქეებს გუშაგმა ცეცხლი გაუხსნა. ცენტრის ტერიტორიაზე ნაპოვნია ერთი თავდამსხმელის ცხედარი. მომხდარზე დაწყებულია მოკვლევა, რომელსაც სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი იძიებს.
დაღუპული ამ წუთებში სამხარაულის სახელობის ექპსერტიზის ბიუროშია გადასვენებული, რამდენიმე საათში მოხდება ცხედრის იდენტიფიცირება.