სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობაზე უარს ამბობს
სანდრა რულოვსი მეორე ტურში მონაწილეობას აღარ მიიღებს. განცხადება ნაციონალური მოძრაობის სიის მეორე ნომერმა ცოტა ხნის წინ გააკეთა და აღნიშნა, რომ აზრი არ აქვს არჩევნებში მონაწილეობას იმ ვითარებაში, რა ვითარებაშიც მიმდინარეობს კენჭისყრა.
რულოვსი მასშტაბურ გაყალბებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ყველა დარღვევა სხვადასხვა ფაქტობრივი მასალებით არის დაფიქსირებული.