ტყვია გაქცევისას უკნიდან აქვს ნასროლი - გარდაცვლილი შენგელაიას მამა
კრწანისის ეროვნულ საწვრთნელ ბაზასთან მომხდარი ინციდენტის დროს გარდაცვლილი გიორგი შენგელიას მამა პირველ კომენტარს აკეთებს.
რომან შენგელია ამბობს, რომ თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც მისი შვილისა და ორი თანმხლები პირის მიერ ბაზაზე უკანო შეღწევასა და თავდასხმას ეხება, სიმართლეს არ შეესაბამება.
გიორგი შენგელიას მამა ამბობს, რომ მის შვილს ტყვია ზურგში აქვს ნასროლი, რაც მისივე განცხადებით ადასტურებს, რომ გიორგი შენგელია გაქცევისას მოკლეს.