რუსმა მესაზღვრეებმა სოფელ კირბალის მკვიდრი დააკავეს
3 დღის განმავლობაში მეორე გატაცება საოკუპაციო ხაზიდან. რუსეთის ე.წ. მესაზღვრეებმა ცხინვალის იზოლატორში, ამჯერად გორის რაიონის სოფელ კირბალის მკვიდრი გადაიყვანეს.
30 წლის ილია თაყაძე ბებიასთან ერთად ცხოვრობს. სოციალურად დაუცველი ოჯახის ინფორმაციით, ზამთარში გათბობის ერთადერთ საშუალებას მათთვის შეგროვებული შეშა წარმოადგენს. სოფლის მიმდებარე ტყეში თაყაძე მეგობრებთან ერთად, სწორედ ამ მიზნით წავიდა და აღარ დაბრუნებულა.
დღეს დილით კი ცხელი ხაზის მეშვეობით დადასტურდა, რომ სოფელ კირბალის მკვიდრი საოკუპაციო ძალებმა დააკავეს.
მიზეზი, სავარაუდოდ, ისევ ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებაა.