თეგებით ძიება
25. 10. 2016 News-ები

„კრწანისში“ მომხდარ ფაქტს პრეზიდენტი გამოეხმაურა

პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ კრწანისის სასწავლო ცენტრში მომხდარი ფაქტის დროული და გამჭვირვალე გამოძიება უმნიშვნელოვანესია, - ამის შემდეგ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ასევე მიიჩნევს, რომ ყველა კითხვას, რომელიც აქვთ დაღუპულის ოჯახის წევრებსა და საზოგადოებას, უნდა გაეცეს კომპეტენტური პასუხი.

"გვინდა გამოვეხმაუროთ იმ სამწუხარო ფაქტს, რომელიც მოხდა კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მომხდარის დროული და გამჭვირვალე გამოძიება უმნიშვნელოვანესია. მოგეხსენებათ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაცული ცენტრი, სადაც განთავსებულია ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი. სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი მიიჩნევს, რომ ყველა კითხვას, რომელიც აქვთ დაღუპულის ოჯახის წევრებსა და საზოგადოებას, უნდა გაეცეს კომპეტენტური პასუხი. არ უნდა დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი და ეჭვი, ამ ფაქტთან მიმართებაში. ეს მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ასევე სამხედრო ძალების რეპუტაციისთვის", - განაცხადა მიშველაძემ.

interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა