თეგებით ძიება

„“საქართველოს ბანკის” და “თიბისი ბანკის” ხელმძღვანელობას უნდა დაუწესდეს სანქციები“ - რომან გოცირიძე

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე "ატლანტიკური საბჭოს" თანამშრომლების- ეთო ბუზიაშვილისა და სოფო გელავასთვის ანგარიშებზე წვდომის შეზღუდვას გამოეხმაურა. როგორც პოლიტიკოსი ფეისბუქში წერს, “საქართველოს ბანკის” და “თიბისი ბანკის” ხელმძღვანელობას უნდა დაუწესდეს სანქციები და დაუწესდეს სავიზო შეზღუდვები.

“საქართველოს ბანკის” და “თიბისი ბანკის” ხელმძღვანელობას უნდა დაუწესდეს სანქციები “ატლანტიკური საბჭოს” მკვლევარებისათვის ანგარიშების უკანონოდ გაყინვის გამო. მათ შეასრულეს საქართველოს ხელისუფლების არაფორმალური მითითებები. ეს ინფორმაცია უნდა ეცნობოს ამ ბანკების აქციონერებს, ლონდონის ბირჟას და დასავლეთის სახელმწიფოების საელჩოებს. 

ამ ბანკებში გადაწყვეტილების მიმღებ პირებს სასწრაფოდ უნდა დაუწესდეს სავიზო შეზღუდვები და მათი ქმედებები უნდა იქნას განხილული არჩევნების გაყალბების ხელშეწყობის კონტექსტში - წერს რომან გოცირიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა