საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო ევროკავშირის ლიდერებმა ქვეყნის გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს - ჰერჩინსკი
"საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს", - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი საუბრობს.
"საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ევროკავშირისგან ჩვენი ღირებულებებისა და ჩვენი პრინციპებისგან დაშორებას გააგრძელებს", - განაცხადა ჰერჩინსკიმ.