ქართულმა ოცნებამ 50 საარჩევნო ოლქიდან, სავარაუდოდ, 48-ში გაიმარჯვა
ცესკო პირველად შედეგებს აქვეყნებს. საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში ამ დროის მონაცემებით პარტია ქართული ოცნება ლიდერობს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქართული ოცნება 50 საარჩევნო ოლქიდან 48-ში იმარჯვებს. ქართული ოცნების კანდიდატი, ოფიციალურად, 49 ოლქში მონაწილეობდა და აქედან ერთ ოლქში, ხაშურში, წინასწარი მონაცემებით, მისი ოპონენტი იგებს. ერთ მაჟორიტარულ მთაწმინდის ოლქში კი დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იმარჯვებს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ვერცერთ მაჟორიტარულ ოლქში ვერ შეძლეს გამარჯვება.
ქართული ოცნების წარმომადგენლები ლიდერობენ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებშიც, სადაც 6 მაჟორიტარული ოლქიდან მმართველი გუნდის წარმომადგენლები ექვსივეში უსწრებენ კონკურენტებს.
შედეგები გრაფიკულად ასე გამოიყურება: