ჯო ბაიდენმა ჩვენს მხარდამჭერებს ნაგავი უწოდა, შენ ვერ უხელმძღვანელებ ამერიკას, თუ არ გიყვარს ამერიკელები, ვერ იქნები პრეზიდენტი, თუ გძულს ამერიკელი ხალხი - დონალდ ტრამპი
ჩემი მხარდამჭერები გაცილებით მაღალი დონის არიან, ვიდრე თაღლითი ჯო ბაიდენის მხარდამჭერები, – ამის შესახებ რესპუბლიკელების პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის საპასუხოდ, რომელმაც მის მხარდაჭერებს ნაგავი უწოდა.
„ჯო ბაიდენმა ბოლოს და ბოლოს თქვა, რასაც ის და კამალა ფიქრობენ ჩვენს მხარდამჭერებზე. ბაიდენმა მათ ნაგავი უწოდა. ისინი ამას გულწრფელად ამბობენ, მიუხედავად იმისა, რომ უდავოდ, ჩემი მხარდამჭერები გაცილებით მაღალი დონის არიან, ვიდრე თაღლითი ჯო ბაიდენის მხარდამჭერები. ჩემი პასუხი ჯოსა და კამალას მიმართ ძალიან მარტივია: შენ ვერ უხელმძღვანელებ ამერიკას, თუ არ გიყვარს ამერიკელები. უბრალოდ ვერ შეძლებ და ვერ იქნები პრეზიდენტი, თუ გძულს ამერიკელი ხალხი“, – აღნიშნა ტრამპმა.
ამასთან, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მისი კონკურენტი და დემოკრატების კანდიდატი კამალა ჰარისი არ არის შესაფერისი იყოს შეერთებული შტატების პრეზიდენტი.