თეგებით ძიება
31. 10. 2016 News-ები

17 წლის გოგა ბითაძემ სერბეთის უმაღლესი ლიგის მატჩში 19 წუთში 18 ქულა ჩააგდო

17 წლის გოგა ბითაძე არის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული კალათბურთელი, რომელიც საქართველოს ნაკრების კანდიდატად მოიაზრება.

ბითაძე სერბეთში, თავისი ასაკის გუნდ "მეგა ლეკსში" თამაშობს, თუმცა გამორჩეული მონაცემების გამო მას სერბეთის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლებაც მიეცა. ის კლუბ "სმედერევოში" განათხოვრდა და სერბეთის უმაღლეს ლიგაში თავის გამოჩენის შანსიც გააჩნია.

სერბეთის პირველობის მე-4 ტურში სმედერევოელები "ნაპრედაკს" დაუხვდნენ და 88:98 წააგეს, ბითაძემ კი 19 წუთში 18 ქულა, 9 მოხსნა (5 შეტევაში) და 3 დაფარება მოაგროვა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.

ქართველმა მძიმე ფორვარდმა, რომელსაც ცენტრის პოზიციაზე თამაშიც შეუძლია, 9-დან 7 ორქულიანი და 4-ვე საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, 4 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 4-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, ბითაძის სარგებლიანობის კოეფიციენტი 27-ს გაუტოლდა, რაც ვერავინ გადაფარა.

"სმედერევოს" 1 მოგების წილ 3 მარცხი მოუგროვდა და სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 5 ნოემბერს სტუმრად "სლოგასთან" გამართავს.

წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა