ვაკო ყაზაიშვილმა "ლეგიას" დუბლებში ითამაშა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ვარშავის "ლეგიას" ფეხბურთელმა ვაკო ყაზაიშვილმა პოლონური გუნდის დუბლშემადგენლობაში ითამაშა.
ყაზაიშვილმა, რომელიც ტურის ბოლო შეხვედრაში "ლეგიას" განაცხადში ვერ მოხვდა, "იაგელონიას" დუბლების წინააღმდეგ ითამაშა. როგორც საიტი pilkarskiswiat.com წერს, ეს გადაწყვეტილება მიზნად "ლეგიას" დუბლშემადგენლობის გაძლიერებას და "იაგელონიასთან" აუცილებელი გამარჯვების მოპოვებას ისახავდა, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ვაკოს გარდა, პირველი გუნდის კიდევ 7-მა ფეხბურთელმა ითამაშა დუბლებში, თუმცა... "ლეგია" მაინც დამარცხდა - 0:2.
ვაკომ შეხვედრა შეუცვლელად ჩაატარა.
წყარო: sportall.ge