ვახტანგ ხმალაძემ "რესპუბლიკური პარტია" დატოვა
რესპუბლიკური პარტია ვახტანგ ხმალაძემ დატოვა. გადაწყვეტილება ხელმძღვანელობას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს შეატყობინა. ეს ინფორმაცია დღეს კურიერთან საუბარში მან თავად დაადასტურა. ხმალაძე აცხადებს, რომ პარტიას ოფიციალურად ამის თაობაზე დღეს მიმართა, თუმცა გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო.
მიზეზად ხმალაძე პარტიაში აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს, რაც მისი თქმით, რესპუბლიკელების სამომავლო განვითარებას უკავშირდება.
ის არ გამორიცხავს, რომ პარტია სხვა წევრებმაც დატოვონ. თუმცა, ხმალაძე ამ ეტაპზე მათ ვინაობას არ ასახელებს.
ვახტანგ ხმალაძე სამომავლო გეგემებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ პროფესიულ საქმიანობას გააგრძელებს.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია პარტიიდან თინა ხიდაშელის წასვლის შესახებ.