"დაბადების დღე არ გვქონია, რომ მილოცვებს და ტორტებს ველოდოთ" - პაპუაშვილი
ჩვენ 26 ოქტომბერს დაბადების დღე არ გვქონია, რომ მილოცვებს და ტორტებს ველოდოთ, - ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარე პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რამდენმა ქვეყანამ მიულოცა “ქართულ ოცნებას“ პარლამენტის არჩევნებში გამარჯვება და რამდენი ქვეყნისგან მიიღეს მათ აღიარება.
ცნობისთვის, ქართულ ოცნებას აზერბაიჯანმა, თურქეთმა, სომხეთმა, ვენესუელამ მიულოცეს. რაც შეეხება ევროპულ ქვეყნებს, არჩევნების შედეგები მხოლოდ პუტინის მეგობარმა ორბანმა აღიარა და თბილისშიც ჩამოვიდა. ოფიციალურად არ ულოცავენ, თუმცა მაქებარი და აღფრთოვანებისგამომხატველი განცხადებები არ წყდება ოკუპანტებისგანაც.