თეგებით ძიება
01. 11. 2016 News-ები

რა გავაკეთოთ ბავშვთან ერთად უამინდობისას: 5 მარტივი იდეა

თქვენი პატარა სავსეა ენერგიით, რომელიც ეძებს გასააღებს, რათა გარეთ გახვიდეთ, მაგრამ სირბილი და სეირნობა შემოდგომის ცუდ ამინდებში არ არის კარგი იდეა. გამოიყენეთ მისი ენთუზიაზმი და ეცადეთ, ყველაფერი ის რასაც გარეთ აკეთებთ თბილი სახლის კედლებში მოაქციოთ. ამასთან ერთად უნდა ეცადოთ, რომ ეს ყველაფერი ტელევიზორისა და კომპიუტერის დახმარების გარეშე გააკეთოთ.

1. წიგნები
წიგნები შესანიშნავი გზაა დროის გასატარებლად. მაგრამ არ იფიქროთ, რომ ისინი მარტო უნდა წაუკითხოთ ან დაათვალიეროთ სურათები. დაადეთ წიგნი პატარას თავზე და შესთავაზეთ გაიაროს ასე ოთახში, ისე რომ წიგნი არ ჩამოუვარდეს. ეს არც ისე მარტივია.

2. ფერებით თამაში
წვიმიან დღეს ყველაფერი შეგიძლიათ შეღებოთ ნათელი ფერებით ფანტაზიის დახმარებით. დააწესეთ მაგალითად ერთ-ერთ დღეს, რომ იყოს სტაფილოსფერი: შესთავაზეთ მას დღეს ჩაიცავს ამ ფერის ტანსაცმელი, დალიოს ჩაი სტაფილოსფერი ჭიქიდან, მოამზადეთ მასთან ერთად სტაფილოს წვნიანი. და დახატეთ მხოლოდ ამ ფერის საღებავებით.

3. ტანსაცმელი
და არ იფიქროთ, რომ გოგონებს უყვართ მხოლოდ სხვადასხვა ტანსაცმლის გახდა და ჩაცმა. ბიჭებსაც მოსწონთ ახალი კოსტუმების მორგება. პატარებს უყვართ უცნაური კოსტუმების შექმნა ამიტომაც არ დაგენანოთ ქსოვილი და დაეხმარეთ მას სუპერგმირის ან ფერიის კოსტუმის შექმნაში.

4. დამალეთ ნივთები
ბავშვებს უყვართ თუ რაღაცას ეძებენ, დამალეთ სახლში განძის რუკა, მოჯადოებული თოჯინა და სხვადასხვა ნივთები. ეცადეთ, რომ თან დაურთოთ წერილები, რომლებიც მიმანიშნებელი სიტყვები იქნება თუ სად უნდა ნახოს ბავშვმა შემდეგი მინიშნება, რათა მიაგნოს საგანძურს.

5. კალათბურთი
საჰაერო ბუშტები უფრო მეტად უსაფრთხოა ვიდრე რომელიმე ბურთი, ასე, რომ ჭურჭელი და სარკე დარჩება მთელი. შესთავაზეთ ბავშვს რაიმეს მოახვედროს ბურთი, ან სადმე ჩააგდოს.

პეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა