თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1275416912523246
01. 11. 2016 News-ები

ნიკა გვარამია დაკითხვაზე დაიბარეს

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში დაკითხვაზეა დაბარებული.

სამინისტროს წარმომადგენლებმა უწყება გვარამიას დღეს საღამოს ჩააბრეს. ნიკა გვარამია მოწმის სახით შს სამინისტროში 3 ნოემბერს უნდა გამოცხადდეს.

უწყებაში ნათვამია, რომ გვარამია დაიკითხება კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის, პირადი საუბრების უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების საქმეზე.

შეგახსენებთ, რომ შს სამინისტრომ, ნიკა გვარამიას საჯარო განცხადების საფუძველზე, გამოძიება 2016 წლის 3 ოქტომბერს დაიწყო. საქმე ეხება ინტერნეტში ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერის გავრცელებას.

ეს ჩანაწერი, როგორც მაშინ გვარამიამ საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გაკეთებული იყო თავად მის მიერ სპეციალური აპარატით და არა ტელეფონით. ჩანაწერის გაკეთების მიზეზად მან შესაძლო პროვოკაციის თავიდან აცილება დაასახელა და თქვა, რომ ეს ჩანაწერი გარკვეული პერიოდი მის პირად კომპიუტერში ინახებოდა და შემდეგ განადგურდა, რადგან საინტერესო მასალას არ შეიცავდა. "როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ახალ დანაშაულთან, რასაც ჰქვია კომპიუტერულ ქსელში შეღწევა, ეს არის კიბერდანაშაული," - განაცხადა მაშინ ნიკა გვარამიამ.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა