NBA. რეგულარული ჩემპიონატი: კვირის მოთამაშეები - უესტბრუკი და სხვები
ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ რეგულარული სეზონის პირველი კვირის ლაურეატები დაასახელა.
აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესო გახდა "კლივლენდის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი, რომელმაც თავის გუნდს სამიდან სამი მატჩი მოაგებინა. მისი საშუალო მონაგარი 21.0 ქულას, 10.0 შედეგიან გადაცემასა და 8.3 მოხსნას შეადგენდა. ლებრონმა ახალი სეზონი სამმაგი დუბლით გახსნა, როცა "ნიუ იორკთან" მატჩში 19 ქულა, 14 პასი და 11 მოხსნა მიითვალა.
დასავლეთის ლაურეატია "ოკლაჰომას" გამთამაშებელი რასელ უესტბრუკი. მისმა გუნდმაც სამიდან სამი შეხვედრა მოიგო, უესტბრუკი კი გასული კვირის საუკეთესო ბომბარდირი იყო 38.7 ქულით, რასაც 11.7 შედეგიანი პასი და 12.3 მოხსნა დაუმატა. რასელმა ორ მატჩში შეასრულა სამმაგი დუბლი. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მისი სტატისტიკა "ფინიქსთან" შეხვედრაში - 51 ქულა, 13 მოხსნა და 10 პასი. მეორე სამმაგი დუბლი მან "ლეიკერსთან" მატჩში შეასრულა - 33 ქულა, 16 პასი და 12 მოხსნა.
უესტბრუკი გახდა პირველი მოთამაშე 1982-83 წლების სეზონის შემდეგ, ვინც რეგულარულის საწყის სამ შეხვედრაში ორჯერ დააგროვა სამმაგი დუბლი. ბოლოს ასეთი რამ მეჯიქ ჯონსონმა შეძლო. გარდა ამისა, ის პირველი მოთამაშეა NBA-ის ისტორიაში, რომელმაც სეზონის პირველ სამ მატჩში მინიმუმ 100 ქულა, 30 მოხსნა და 30 პასი შეაგროვა.
ახალი კონტრაქტები
გუშინ, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ერთგვარი დედლაინი იყო კონტრაქტების გაგრძელებაზე იმ მოთამაშეებთან, რომლებიც 2013 წლის დრაფტზე პირველ ნომრად აირჩიეს.
"იუტა ჯაზმა" ახალი ხელშეკრულება გააფორმა თავის ძირითად ცენტრთან რუდი გობერთან. როგორც იტყობინებიან, ფრანგის კონტრაქტი ოთხწლიანია და მისი ღირებულება 102 მილიონ დოლარს უდრის.
"ოკლაჰომა-სიტიში" რჩება ცენტრი სტივენ ადამსი. მომდევნო ოთხ წელიწადში ის 100 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
ადამსის თანაგუნდელი ვიქტორ ოლადიპო, რომელიც 2013 წლის დრაფტზე მეორე ნომერი იყო, ოთხ წელიწადში 84 მილიონს მიიღებს.
"შარლოტმა" ოთხი წლით დაიტოვა კოდი ზელერი. კონტრაქტის ღირებულებაა - 56 მილიონი დოლარი.
"მინესოტას" ცენტრს გორგი ჯენგსაც ახალი კონტრაქტი აქვს - 4 წელი და 64 მილიონი დოლარი.
ტორონტო-დენვერი 105:102
33:24, 29:25, 26:35, 17:18
ტ: დეროზანი (33), ლოური (29+7 პასი), ვალანჩუნასი (12+9 მოხსნა), კეროლი (10).
დ: მუდიაი (16), ბარტონი (16), გალინარი (16), ნელსონი (13), ნურკიჩი (13+18 მოხსნა+5 დაფარება), იოკიჩი (12).
ბრუკლინი-ჩიკაგო 88:118
20:38, 24:27, 22:28, 22:25
ბ: ბოგდანოვიჩი (15), ლინი (14), ლოპესი (13), კილპატრიკი (13).
ჩ: ბატლერი (22), გიბსონი (14+11 მოხსნა), მიროტიჩი (16+10 მოხსნა), კენანი (15+6 პასი), მაკდერმოტი (12), უეიდი (12), რონდო (10).
ატლანტა-საკრამენტო 106:95
22:15, 31:29, 26:37, 27:14
ა: ჰოვარდი (18+11 მოხსნა+4 დაფარება), შრიოდერი (17), კორვერი (17), მილსეპი (13+14 მოხსნა+8 პასი), ბეიზმორი (11), მუსკალა (10).
ს: გეი (22), კაზინსი (14+12 მოხსნა), ბარნსი (14), მაკლემორი (12).
კლიპერსი-ფინიქსი 116:98
24:24, 24:12, 34:34, 34:28
კ: პოლი (24+8 პასი), გრიფინი (21+11 მოხსნა), ჯორდანი (19+11 მოხსნა), რედიკი (13).
ფ: ნაითი (18), უორენი (15), ბლედსოუ (12+7 მოხსნა).
წყარო: sportall.ge