თეგებით ძიება
02. 11. 2016 News-ები

მე შენში ვნახე სიცოცხლე ჩემი

დილა თენდება ლამაზ ფერებში,
შენი შეხება ტკბილად მაღვიძებს,
თურმე მყოლოხარ სათუთ სიზმებში
და მე ეს დილა ისევ მაგიჟებს,

შენ სიახლოვეს ყოფნა მწადია,
განა ვითხოვე სხვა სიხარული,
გამოღვიძების შემდეგ დარდია,
სიზმრად ნახვითაც ვარ მოხარული,

შენ მოლოდინში მაქვს ნოსტალგია
და ამღვრეულა ფიქრები ჩემში,
დარდი და სევდა ვის რად არგია,
ჩემი სიცოცხლე მე ვნახე შენში.
წყარო: poezia.in


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა