მიმიღე ისეთი როგორიც ვარ, ან მიყურე როგორ მივდივარ შენგან... (სტატუსები)
1.სიყვარული ერთადერთი რამ არის, სადაც ოქროს შუალედი არ არის საუკეთესო გამოსავალი. როცა გიყვარს, ან ყველაფერი გინდა ან არაფერი.
2.მიმიღე ისეთი როგორიც ვარ, ან მიყურე როგორ მივდივარ შენგან...
3.ვიდრე ადამიანს სინდისი აწუხებს, ყველაფერს ეშველება კიდევ, რადგან მთავარი ის კი არ არის, ღმერთმა ტალახისგან რომ შექმნა ის, არამედ, მთავარია თავისი სული რომ ჩაჰბერა იმ ტალახს.
4.მთავარი შენი დარტყმის სიძლიერე არ არის. მთავარია, როგორ იტან იმ დარტყმებს, რომელსაც ცხოვრება გაყენებს.
5.მეც მქონდა არჩევანი ყოველთვის... მაგრამ უბრალოდ საშინლად ერთგული ვარ...
6.ადამიანები იცვლებიან! არა უფრო სწორად მჟღავნდებიან...
7.მე ახლაც ისე, ისე მინდა დავმალო დარდი...თქვენ, ალბათ, ასე გულმოდგინედ თუ მალავთ ასაკს...
8.რამდენი ადამიანური ურთიერთობა დამსხვრა მხოლოდ იმის გამო, რომ ერთ-ერთმა დროზე არ თქვა - "მაპატიე"...
9.ჭკვიანური აზრები მოგვდის მაშინ, როდესაც სისულელეები უკვე გაკეთებული გვაქვს...
10.მხოლოდ ის სიყვარულია ხანგრძლივი, რომელიც პატივისცემაზეა აგებული. შეყვარება იოლია, აღიარებაა ძნელი...
წყარო: poezia.in