თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1276039482460989
02. 11. 2016 News-ები

ქართული ოცნებისთვის მისაღებია, რომ პრეზიდენტს ირჩევდეს პარლამენტი

ქართული ოცნებისთვის მისაღებია, რომ პრეზიდენტს ირჩევდეს პარლამენტი და მისი არჩევა არჩევნების გზით არ ხდებოდეს. განცხადებებს ამის შესახებ მმართველი გუნდის სხვადასხვა წარმომადგენლები აკეთებენ.

"გერმანული მოდელისკენ ვიხრები, ჩემი განათლების უდიდესი ნაწილი გერმანიაში მაქვს მიღებული და მე მომწონს გერმანული მოდელი. რამდენადაც ჩვენ უფრო ვუახლოვდებით საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელს ამ შემთხვევაში პრეზიდენტის არჩევა უკეთესი იქნება მოხდეს პარლამენტის მიერ ვიდრე პირდაპირი წესით,"- განაცხდა ტელეკომპანია იბერიის ეთერში ირაკლი სესიაშვილმა.

ის, რომ პრეზიდენტი პარლამენტმა უნდა აირჩიოს და უნდა მოხდეს პარლამენტის უფლებების გაზრდა სწორად მიაჩნია უმრავლესობის წევრს დიმიტრი ხუნდაძესაც.

"უფრო მეტი უფლებები უნდა ჰქონდეს პარლამენტს. გადაწყვეტილება იქნება მას შემდეგ, რაც სრულ ინფორმაციას მივიღებთ,"- აცხადებს ხუნდაძე.

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი კი ფიქრობს, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა თუნდაც კონსტიტუციის გზით იქნება კონსტიტუციური პრინციპების დარღვევა. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ 2018 წლამდე პრეზიდენტს უფლებამოსილება არ შეუწყდება.

"პრეზიდენტის უფლებამოსილებებს და მის ვადას ვერავინ ვერ შეეხება იქამდე, სანამ პრეზიდენტის უფლებამოსილების არსებული ვადა არ დასრულდება. ეს არის სპეკულაციები და არ ვიცი რომელი კონსტიტუციონალისტები საუბრობენ ამას. პრეზიდენტის, პარლამენტის ან სხვა ინსტიტუტების ვადაზე ადრე შეწყვეტა კონსტიტუციური პრინციპების უხეში დარღვევაა,"- აცხადებს ირაკლი კობახიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა