თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1277036985694572
03. 11. 2016 News-ები

ნოდარ ხადურმა არ იცის დარჩება თუ არა მინისტრთა კაბინეტში

მინისტრთა კაბინეტის ახალი შემადგენლობა ამ დრომდე უცნობია. მოქმედი მინისტრები ამბობენ, რომ გადაწყვეტილება პრემიერმინისტრმა უნდა მიიღოს.

გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერის გადაწყვეტილებას მთავრობის შემადგენლობას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი ტოვებენ.

ნოდარ ხადური ჟურნალისტებთან საუბრისას დეტალებზე არ საუბრობს. ამბობს, რომ მინისტრთა კაბინეტში ადგილის შეთავაზების შემთხვევაში ის წინადადებაზე იფიქრებს.

„მე შემიძლია ერთი რაღაც გითხრათ, რომ ნოდარ ხადური ახლა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ხოლო ვინ იქნება მომავალ მთავრობაში საქართველოს ფინანსთა მინისტრი, იქნება ეს ნოდარ ხადური თუ სხვა ამას იტყვის პრემიერმინისტრი.

"თქვენ ხომ არ შემომთავაზებთ? როცა შემომთავაზებენ ვიფიქრებ,“-განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ნოდარ ხადურისგან განსხვავებით, განათლების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა „თითქმის დარწმუნებულია“, რომ მას კვირიკაშვილი ახალ შემადგენლობაში ისევ განათლების სამინისტროს ხელმძღვანელობას ჩააბარებს.

„პრემიერის გადასაწყვეტია საბოლოოდ, თითქმის დარწმუნებული ვარ რომ ვიქნები. რა თქმა უნდა შემოთავაზება, რომ იყოს დავთანხმდები. პრემიერი თავის გუნდთან ერთად მუშაობს ამაზე,“-აცხადებს ალექსანდრე ჯეჯელავა.

მინისტრთა კაბინეტის ახალ შემადგენლობაზე ინფორმაციას არ ფლობს სოფლის მეურნეობის მინისტრი. ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ განცხადებას პრემიერი უახლოეს პერიოდში გააკეთებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა