საქართველოს მოქალაქე თურქეთში გარდაცვლილი იპოვეს
51 წლის საქართველოს მოქალაქე თურქეთში გარდაცვლილი იპოვეს, გენერალურ საკონსულოს თურქმა სამართალდამცავებმა ინფორმაცია გუშინ საღამოს მიაწოდეს.
ქალბატონი ერთ-ერთ ოჯახში მუშაობდა, ცნობილია, რომ სახლის მეპატრონე ადგილზე არ იმყოფებოდა. ქალბატონი თურქეთში წლების განმავლობაში მუშაობდა.