თეგებით ძიება
03. 11. 2016 News-ები

უკრაინის პორტ ილიჩევსკსა და ბათუმს შორის პირდაპირი საკონტეინერო ხაზი ამოქმედდება

ნოემბრიდან უკრაინის პორტ ილიჩევსკსა და ბათუმს შორის პირდაპირი საკონტეინერო ხაზი ამოქმედდება. კონტეინერმზიდი გემები ყოველკვირეულად პირდაპირ იმოძრავებენ ილიჩევსკი - ბათუმის ხაზზე, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს სატრანზიტო ღირებულებას და დროს. ამჟამად, საკონტეინერო ტვირთები თურქეთის პორტების გავლით იტვირთებიან, სადაც ხდება კონტეინერების გადმოტანა ტერმინალში და შემდგომ სხვა გემებზე დატვირთვა.

ილიჩევსკი - ბათუმის მიმართულებით რეისებს კომპანია „ემ ეს სი“ - ის გემები შეასრულებენ.

საკონტეინერო ხაზის ლოგისტიკურ მენეჯმენტს ნორვეგიულ-ქართული კომპანია „ვილჰელმსენ შიფს სერვის ჯორჯია“ (Wilhelmsen Ships Service Georgia) განახორციელებს, რომელსაც ბაზარზე მრავალწლიანი გამოცდილება გააჩნია.

interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა