სოფელ ზვარის მოსახლეობა პროტესტის უკიდურესი ფორმით იმუქრებიან
სოფელ ზვარეში მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება - 7-ვე დაშავებული მძიმე დაზიანებებით ამ დრომდე კლინიკებში რჩებიან. დაშავებულები ყვებიან, რომ მათ ნაჯახით და რკინის ხელკეტებით, სოფელ ზვარეში იმ კომპანიის წარმომადგენლები გაუსწორდნენ, რომლებიც საქართველოს რკინიგზის კონტრაქტორები არიან.
სოფელ ზვარეში ამბობენ, რომ კომპანიის წარმომადგენლების გაღიზიანების მიზეზი მოჭრილი ხეები გახდა, რის გამოც ერთერთ ადგილობრივს ფიზიკურად გაუსწორდენენ. მათივე თქმით, სწორედ მათ დასაცავად ჩაერთნენ ჩხუბში ქართველი თანამშრომლები.