თეგებით ძიება
04. 11. 2016 News-ები

"გოლდენ სტეიტის" ნამდვილი ცენტრი გრინია - როგორ აკრიტიკებენ ფაჩულიას ამერიკულ მედიაში

NBA-ს გასული სეზონის ფინალისტმა "გოლდენ სტეიტმა" გახსნის მატჩის "სან ანტონიოსთან" დათმობის შემდეგ, საგარეო სამმატჩიანი ტურნე (3-0) გამარჯვებებით დაასრულა. ზაზა ფაჩულიამ, პირველი შეხვედრის ჩაგდების შემდეგ, ჯერ ორმაგი დუბლი შეასრულა, შემდეგაც რამდენიმე კარგი ეპიზოდით დაგვამახსოვრა თავი.

მიუხედავად ამისა, ამერიკული მედია ჩვენებურს მაინც ძირითადად, აკრიტიკებს (არის განსხვავებული აზრიც და ამ სტატიასაც მალე შემოგთავაზებთ).

სანამ უშუალოდ ფრაზებს შემოგთავაზებთ ვიტყვით, რომ ქართველი ცენტრი ყურადღების ცენტრში იმიტომ მოხვდა, რომ ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) გუნდის, თანაც, ყველაზე ვარსკვლავური სასტარტო ხუთეულის წევრია და ბუნებრივია, მისგან მეტს ითხოვენ.

მაგალითად, "სანსთან" კვირას მოგებული თამაშის შემდეგ აღინიშნა, რომ "გოლდენ სტეიტმა" მას მერე გატეხა მეტოქე, რაც ზაზა კაპიტანმა ანდრე იგუდალამ შეცვალა.

mercurynews.com:
"ზაზა ფაჩულია და მისი შემცვლელი დევიდ ვესტი თავის წუთებს მიიღებენ ხოლმე, მაგრამ, როდესაც საქმე მნიშვნელოვან დაპირისპირებებს ეხება, "გოლდენ სტეიტის" ნამდვილი ცენტრი გრინია. ის ხდება მთავარი "მაღალი" კაცი "უორიორსის" შემადგენლობაში".

nba.com-ზე ექსპერტი ფრენ ბლაინბერი წერს:
"ზაზა ფაჩულია ახლოსაც ვერ არის ენდრიუ ბოგუტი ვერც საკუთარ და ვერც მეტოქის ფარზე, თუმცა "გოლდენ სტეიტი" ყველა პრობლემას გაუმკლავდება, რასაც დრო სჭირდება. ვნახოთ გუნდი ივნისში".

realsport101.com:
"ზაზა ფაჩულია რეალურად უბრალოდ ირიცხება სასტარტოში, ის ძალიან ცოტას აკეთებს შეტევაში".

hashtagbasketball.com:
"სეზონი დაწყებიდან ზაზა ფაჩულიას ანგარიშზე ჯერ ერთი დაფარებაც არ არის".
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა