მკვლელობა ქალაქ რუსთავში
ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა წუხელ მტკვარმა ქალაქ რუსთავში. გარდაცვლილი 21 წლის გიორგი ძაბახიძეა. მისი ცხედარი მდინარეში მეთევზეებმა შენიშნეს. გავრცელებული ინფორმაციით, ცხედარს ძალადობის კვალი აღენიშნება.
რუსთავში მომხდარი მკვლელობის საქმე გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ა.ზ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიების ინფორმაციით მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. ბრალდებულმა ახლგაზრდა მამაკაცს თავის არეში ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა, რის შემდეგაც, დანაშაულის დაფარვის მიზნით, იგი მდინარე მტკვარში ჩააგდო და მიიმალა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.