7 რჩევა, როგორ ვიმუშაოთ კონცენტრირებულად სამუშაოზე, დღესასწაულამდე
თქვენს გარშემო ყველა აქტიურად ემზადება ახალი წლისთვის, განიხილავენ სად შეხვდნენ, რა და ვის აჩუქონ, თუ რამდენი ფული უნდა დახარჯონ დღესასწაულისთვის. კონცენტრირება კი სამუშაოზე ყოველდღე ხდება უფრო და უფრო რთული.
თქვენ როგორღაც უნდა მოუყაროთ თავი აზრებს და დღესასწაულამდე დაასრულოთ უამრავი საქმე. ჩვენ დღეს წარმოგიდგენთ რჩევებს, რომლებიც დაგეხმარებათ საქმეების სწრაფად დასრულებაში.
1. რაც მთავარია დაისახეთ მიზანი, თუ რა უნდა გააკეთოთ. ამ გეგმაში უნდა იყოს პუნქტები და ქვეპუნქტები, სადაც მიუთითებთ დასრულების დროს. თუ თქვენ ყურადღება გეფანტებათ და სხვა რამეზე ფიქრობთ, მაშინვე ჩაიხედეთ თქვენს სიაში.
2. შეადგინეთ სია ყოველი დღისთვის. და აღნიშნეთ ის საქმეები, რომლებიც შეძელით და მოაგვარეთ. ასე, თქვენ დაინახავთ, რომ მუშაობამ შედეგი გამოიღო და ეს დაგეხმარებათ თქვენ უფრო უკეთესად კონცენტრირდეთ სამუშაოზე, მაშინაც კი თუ თქვენს გარშემო ყველა შეწყვეტს მუშაობას.
3. ეცადეთ თავი აარიდოთ კოლეგებთნ იმაზე საუბარს თუ როგორ გეგმავენ ისინი ახალი წლის აღნიშვნას. იმისთვის, რომ არ მოისმინოთ ასეთი საუბრები გაიკეთეთ ყურსასმენები, მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას და განაგრძეთ მუშაობა.
4. მაგრამ არ შეიძლება თუ არ იფიქრებთ დღესასწაულზე, თუ როგორ უნდა ჩაატაროთ, ვის რა საჩუქარი უნდა აჩუქოთ. ამიტომაც გამოყავით გარკვეული დრო, როდესაც იფიქრებთ ახალი 2017 წლის სამზადისზე.
5. არ დაამშვენოთ თქვენი სამუშაო მაგიდა ძალიან ბევრი საახალწლო ატრიბუტიკით. მიალაგეთ სამუშაო მაგიდა და დატოვეთ მხოლოდ ის ნივთები, რომლებიც მუშაობისთვის გჭირდებათ.
6. როგორც კი გაიხსნება გვერდი ინტერნეტში ახალი წლის შესახებ მაშინვე დახურეთ ის. არ წაიკითხოთ სტატიები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოვემზადოთ დღესასწაულისთვის.
7. წარმოიდგინეთ, რომ ახალ წლამდე დაასრულებთ სამუშაოს-ეს გაგამხიარულებთ და სტიმულს მოგცემთ.
სპეციალურად: GOGAGGG.tv - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი