ზაზა ფაჩულიამ NBA-ში მე-900 მატჩი ითამაშა
"გოლდენ სტეიტის" გამარჯვება "დენვერზე" (125:101) მნიშვნელოვანი თამაში იყო ზაზა ფაჩულიასთვის. მატჩი, რომელშიც ქართველმა ცენტრმა 4 ქულა, 4 მოხსნა და 4 ჩაჭრა დააგროვა, მის ამერიკულ კარიერაში საიუბილეო, მე-900 იყო.
ამ სეზონში ზაზამ მეცხრედ ითამაშა (საშუალოდ: 4,2 ქულა, 5,8 მოხსნა, 2,3 პასი), მანამდე 13 სეზონში კი NBA-ს 891 მატჩში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული.
32 წლის ფაჩულია 2003 წლიდან NBA-ს მოთამაშეა. მან 8 სეზონი "ატლანტაში", 3 "მილუოკიში", თითო "ორლანდოში" და "დალასში" გაატარა. ზაფხულიდან იგი ასოციაციის ფინალისტის, "გოლდენ სტეიტის" მოთამაშეა, სადაც ყველა მატჩი სასტარტოში ჩაატარა.
* ქართველმა 900-დან 395 შეხვედრა სასტარტოში ითამაშა.
* ჯამში მან მოედანზე 19 281 წუთი გაატარა.
* ზაზას ანგარიშზე 6 386 ქულა, 5 371 მოხსნა, 586 პასი, 386 ჩაჭრა და 208 დაფარებაა.
წყარო: sportall.ge