თეგებით ძიება
11. 11. 2016 News-ები

მუნდიალი 2018. ევროპა. IV ტური. F ჯგუფი: ინგლისმა შოტლანდია გაანადგურა

11 ნოემბერს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ F ჯგუფში სამი მატჩი გაიმართა.

"უემბლიზე" ინგლისის ნაკრებმა დიდი ანგარიშით დაჯაბნა შოტლანდია - 3:0. გოლები დენიელ სტარიჯმა, ადამ ლალანამ და გარი კეჰილმა გაიტანეს. ინგლისი ჯგუფს მარცხის გარეშე ლიდერობს.

სლოვენიის ნაკრებმა მალტაზე მინიმალური ანგარიშით მოიგო და მეორეა, სლოვაკებმა ლიტვა 4:0 გაანადგურეს. გოლები ნემეცმა, კუცკამ, შკრტელმა და ჰამშიკმა გაიტანეს.

პარასკევი. 11 ნოემბერი
ინგლისი-შოტლანდია 3:0
გოლები: 1:0 სტარიჯი (24), 2:0 ლალანა (50), 3:0 კეჰილი (61)

მალტა-სლოვენია 0:1
გოლი: 0:1 ვერბიჩი (47)

სლოვაკეთი-ლიტვა 4:0
გოლები: 1:0 ნემეცი (12), 2:0 კუცკა (15), 3:0 შკრტელი (36), 4:0 ჰამშიკი (86)

თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 4 3 1 0 6-0 10
2. სლოვენია 4 2 2 0 4-2 8
3. სლოვაკეთი 4 2 0 2 7-2 6
4. ლიტვა 4 1 2 1 5-7 5
5. შოტლანდია 4 1 1 2 6-8 4
6. მალტა 4 0 0 4 1-10 0
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა