ლია ფანჩულიძე - შენი დუმილიც
როგორც ყოველთვის დუმილს აპირებ...
მე ავირჩევდი მეგობრად მუზას.
მე ზავს დავდებდი ფიქრებთან მაშინ,
თუ აუშვებდა ოცნება ღუზას.
მე შენგან ვითხოვ ბოდიშის მოხდას.
არა სიტყვებით მხოლოდ თვალებით.
ეს მერამდენედ გავექეც მზერას.
დიდი შრომით და დიდი წვალებით.
თუ პატიების მაინც არ გჯერა.
შენი ნებაა. გაიქეც. წადი....
მაგრამ უჩემოდ. ასე მგონია,
შენ უსხლკაროს და ობოლს გავდი.
შენი ნებაა. გიყვარდეს,მაგრამ,
თვალები გაგთქვამს ... შენი მტერია.
ოღონდ იცოდე, ეს ნაზი გრძნობა.
გადიწმინდება როგორც მტვერია.
თუ მონატრების გრძნობა გამიჩნდა
და სიყვარულმა ხელი ჩამჭიდა.
ლოდინს მოვპარავ დროს, გავექცევი...
შენი მოძებნა თუკი დამჭირდა.
წუთისოფელი მიჰქრის რაშივით.
ჯიუტია "ბინდის ფერია"
შენი თვალები. შენი დუმილიც.
იცოდე ჩემთვის ყველაფერია.
ლია ფანჩულიძე
წყარო: mcvane.ge