ჩემი სათქმელი
ცრემლი იღვრება
მოდის ფიქრები
ფიქრში ირევა
უაზრო სიტყვები
პულსი მიქრება
თეთრ სხივს მივყვები
სიცოცხლის ბოლოს
ალბათ მივხვდები
ზედმეტი იყო
ფუჭი სიტყვები
ანდა წვეთებად
მდგარი ფიქრები
არ იყო საჭირო
უაზრო სევდა
მე შენ მიყვარხარ
ეს უნდა მეთქვა
წყარო: mcvane.ge