შსს-მ მარი-მარკეტის დამყაჩაღებელი დააკავა
შსს-ს თანამშრომლებმა მარი-მარკეტის დამყაჩაღებელი ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ 1990 წელს დაბადებული ნ.ც. ყაჩაღობის ბრალდებით არის დაკავებული.
"გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 11 ნოემბერს ცივი იარაღით შეიარაღებული ბრალდებული თბილისში, აღმაშენებლის ხეივანზე მდებარე ერთ-ერთ მარკეტს თავს დაესხა და მოლარე-ოპერატორს ფული გასტაცა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ნ.ც. ხარაგაულის რაიონის სოფელ ხევში, შემთხვევიდან რამდენიმე საათში დააკავეს," - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიციამ გატაცებული თანხის ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.
ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.
rustavi2.com