თეგებით ძიება
12. 11. 2016 News-ები

ლარი გაუფასურებას განაგრძობს

ლარი ყოველდღიურ გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, გუშინ ბანკთაშორის გამართულ ვაჭრობაზე, რომელიც ყოველი სამუშაო დღის ბოლოს იმართება, დოლარის კურსი 2.4899 ლარით განისაზღვრა. წინა დღის ვაჭრობის შმდეგ კი 1 აშშ დოლარი 2.4773 ლარი ღირდა.

ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაშიც გაუფასურდა. კერძოდ, დღეიდან ერთი ევროს შეძენა 2.7098 ლარად იქნება შესაძლებელი. გუშინ მოქმედი კურსი 2.6995 ლარს შეადგენდა.

გაცვლითი კურსი გაცილებით მაღალია კომერციულ ბანკებსა და გადამცვლელ პუნქტებში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა