თეგებით ძიება
12. 11. 2016 News-ები

15 ნოემბერს პატრიარქის ნათლული კიდევ 600-მდე ბავშვი გახდება

15 ნოემბერს სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 46-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრიდან "ძლევაი" აცნობეს, კათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 600-მდე ბავშვი გახდება.

სამების საკათედრო ტაძარში ჩვილთა 46-ე საყოველთაო ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება. პატარებს საჩუქრად ნათლობის მოწმობა და ნათლობის ჯვარი გადაეცემათ.
ნათლობის დასრულების შემდეგ, 20:00 საათისთვის ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II მიბრძანდება, ტაძარში შეკრებილებს მცირე ქადაგებით მიმართავს და ნათლულებს დალოცავს.

დღეისთვის უწმინდესს 29 698 ნათლული ჰყავს. ისინი ჯვარდაწერილ ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან. 45-ე ნათლობა სამების ტაძარში 27 სექტემბერს, ჯვართამაღლებას, ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში შედგა.
ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა 2008 წლის 19 იანვარს გაიმართა. პატრიარქის ინიციატივის მიზანი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებაა.

interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა