ლია ფანჩულიძე - თეთრი ნისლები
განთიადისას ქრება სიბნელე.
ფანჯრებს ადგება ჩუმად რიჯრაჯი.
გარეთ გამოველ და მომეჩვენა.
ღამე კვლავ იდგა როგორც დარაჯი.
ისდგურებდა ირგვლივ სიჩუმე.
იპარებოდა მთვარე დაღლილი.
მთლად შემოევლო მთელი ცა ღამით.
დიდი მანძილი ჰქონდა გავლილი.
გავცქერ მთებს,ველებს,ვთვრები სურნელით.
სილამზისგან სულ მთლად ვივსები.
შორიდან მოსჩანს გზააბნეული
და დაფანტული თეთრი ნისლები.
ცაზე გალაგდნენ ფერად-ფერადი
ცისარტყელების ჭრელი ისრები.
თითქოს ცდილობდნენ ღამის გაგდებას,
ჩასაფრებოდნენ თეთრი ნისლები.
და ცისარტყელებს სილამაზეში
ეჯიბრებოდნენ მზისა სხივები.
ხოლო განთიადს,დღის მახარობელს
ადევნებოდნენ ჩუმად ნისლები.
გაზაფხულს უცდის მშვიდად ბუნება.
თითქოს ზამთარმა შეჰკრა ღილები.
თითქოს ჯიუტად,თითქოს მალულად,
ჩახერგილიყვნენ თებში ნისლები.
/ლია ფანჩულიძე/
წყარო: mcvane.ge