პრემიერმინისტრი ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს
პრემიერმინისტრი ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს. გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ ცვლილება ქვეყანაში იმპორტის ზრდამ გამოიწვია. მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, მდგომარეობის დარეგულირების მიზნით სპეციალისტები მუშაობენ და იმედოვნებს, რომ შექმნილი ვითარება გამოსწორდება. ლარის გასამყარებლად პრემიერი გარკვეულ რეგულაციებზეც საუბრობს, თუმცა დეტალებს ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს.