ავტოსაგზაო შემთხვევა - სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 4 ექიმი დაშავდა
გვიან ღამით ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა აბაშიძისა და ნაფარეულის ქუჩის კუთხეში რა დროსაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 4 ექიმი დაშავდა. 3 მათგანი მკურნალობას სახლში განაგრძობს, ერთი კი ამ დრომდე რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება.
ერთმანეთს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურისა და რენჯ როვერის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ.