მიხეილ სააკაშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში მის ექსტრადირებას არ განახორციელებს
მიხეილ სააკაშვილს ეჭვი არ ეპარება, რომ უკრაინის პრეზიდენტი საქართველოში მის ექსტრადირებას არ განახორციელებს. ამის შესახებ ოდესის ექსგუბერნატორმა უკრაინული მე-5 არხის ეთერში განაცხადა.
„მე ძალიან კარგი აზრის ვარ პეტრო პოროშენკოზე. ვფიქრობ, ის მსგავსი რამის გამკეთებელი არ არის. მხოლოდ წარმოიდგინეთ ჰიპოთეტურად, რომ ის საქართველოს გადამცემს. თუნდაც ასე იყოს. საქართველოში 600 ათასი მომხრე მყავს და ზუსტად ერთ კვირაში მე უკვე თავისუფლებაზე ვიქნები“, - განაცხადა სააკაშვილმა. მისი თქმით, ამაში ღრმად არის დარწმუნებული და სამი დღის შემდეგ ის კვლავ კიევში ჩავა.