თეგებით ძიება
15. 11. 2016 News-ები

„დავით თარხან-მოურავს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს ტრამპის გარემოცვასთან“

„დავით თარხან-მოურავს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა აქვს ტრამპის გარემოცვასთან,“ - ამის შესახებ პატრიოტთა ალიანსის ლიდერმა, ირმა ინაშვილმა, კურიერის პირდაპირ ეთერში განაცხადა, თუმცა მისი პარტიის აშშ-ის მომავალი ხელისუფლების ადმინისტრაციასთან არსებულ კავშირებზე უფრო მეტი კონკრეტიკისგან თავი შეიკავა.

ირმა ინაშვილმა პარტიის საპარლამენტო გეგმებზეც ისაუბრა და თქვა, რომ პირველი ბრძოლა, რასაც მისი გუნდი გეგმავს, "საარჩევნო კოდექსის" ცვლილება იქნება, რადგან ინაშვილის მტკიცებით, "ეს არ აიყო თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები".

პარლამენტამდე პატრიოტთა ალიანსი საკონსტიტუციო სასამართლოში ჩივის და 4 დეპუტატის კვოტას ითხოვს.

„პატრიოტთა ალიანსი იქნება ქართველი ხალხის ხმა საქართველოს პარლამენტში. ჩვენი პარტიის 4 დეპუტატი რეალურად არის დეპუტატი, მაგრამ ვერ შედის მახინჯი საარჩევნო კოდექსის გამო. ეს დღევანდელი ვითარება ხელისუფლებას ძალიან დაარტყამს. ეს დისკრიმინაციაა, ეს ჩვენი უფლების შეზღუდვაა და გავასაჩივრებთ სტრასბურგშიც,“ - განაცხადა ირმა ინაშვილმა და კურიერის პირდაპირ ეთერში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს სამართლიანობის დაცვისკენ მოუწოდა.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა